ტურიზმი
24/01/2022

TBC Capital: ეკონომიკა წელს 5.5%-ზე მეტად გაიზრდება

წელს ქვეყანაში ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება, - ვარაუდობს თიბისი კაპიტალი. ეს მაჩვენებელი დეკემბრის პროგნოზს აღემატება.

როგორც TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის განახლებულ ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა.

პუბლიკაციაში ძირითადად ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, რადგან ბოლო დროს, ინფიცირების ახალი შემთხვევები უპრეცედენტო მასშტაბით ზრდას განაგრძობს. ამასთან, ომიკრონის შედარებით ნაკლები სიმწვავე უკვე დადასტურებულ ფაქტად მოიაზრება. ამ მხრივ, ასევე არგუმენტია, ინფიცირების მაღალი შემთხვევების მიუხედავად, საერთაშორისო ბაზრებზე სასტუმროებისა და ავიაკომპანიების ფასების მაღალი ღირებულება.

"ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს დეკემბრის, 5.5%-იან შეფასებაზე უფრო მეტი იქნება. ამასთან, უკრაინაში გეოპოლიტიკური ვითარების საომარ კონფლიქტში გადაზრდა მნიშვნელოვანი, თუმცა ჩვენი შეფასებით მართვადი რისკია. 2021 წელს, უკრაინისა და რუსეთის წილი ექსპორტში, ტურიზმში, გზავნილებსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 6.8%-სა და 14.1% შეადგენდა"– განმარტავს TBC Capital  მთავარი ეკონომისტი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023