ტურიზმი
30/05/2021

თანამედროვე სოფელი ღვინის კუთხეში - სასტუმრო "სავანეთი" იყალთოში ახალ პროექტს იწყებს

სასტუმრო "სავანეთი" კახეთში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.

Farm Village ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ისტორიულ სოფელ იყალთოში, თელავის მახლობლად მდებარეობს. 5 ჰექტარზე გაშენებული საერთო სივრცე ერთსართულიან საცხოვრებელ სახლებს გააერთიანებს. ყველა შემსყიდველი კი მიიღებს შესაძლებლობას სურვილის შემთხვევაში მიიღოს შემოსავალი გაქირავებიდან და დაიბრუნოს ჩადებული ინვესტიცია.

"Farm Village Ikalto  სატყეო ზონიდან 100 მეტრით დაშორებული ტერიტორია ხასიათდება ნულოვანი განაშენიანებით, რაც გარემოსდაცვითი პრობლემებისა და მწვანე საცხოვრებლის დეფიციტის ფონზე, განსაკუთრებულ უპირატესობას წარმოადგენს მათთვის, ვისაც ქალაქის სწრაფი და სტრესული გარემოსგან შორს ყოფნა სურს. უძველესი ისტორია, შთამბეჭდავი ლანდშაფტები, ხედები კავკასიონსა და ალაზნის ველზე, მდიდარი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა, გემრიელი სამზარეულო და ღვინო, იყალთოს მომხიბლავ ტურისტულ ადგილად აქცევს,“ - ნიკოლოზ ოდიკაძე „Farm Village Ikalto   დამფუძნებელი.

პროექტი სასტუმრო „სავანეთის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

სასტუმრო „სავანეთი“ კახეთში, თბილისიდან 90 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს: 57 ნომერს, 2 რესტორანს, ლაუნჯს, 5 სრულად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს, გარე აუზსა და საუნას, ენოთეკასა და საბილიარდოს.

Businesspartner