ტურიზმი
17/02/2022

თანაინვესტირების ფონდი სიღნაღში 4 ვარსკვლავიან სასტუმროს წელს გახსნის

სიღნაღში 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო მიმდინარე წელს გაიხსნება. პროექტი საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში ხორციელდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ფონდში განუცხადეს, სასტუმროს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. 130 ნომრიან სასტუმროში თავმყორილი იქნება სპა და ფიტნეს ცენტრები, ღია და გარე აუზი, ღვინის ბარი, მარანი, მაღალი კლასის რესტორანი, ლაუნჯ ბარი 360 გრადუსიანი ხედით და მასშტაბური საკონფერენციო დარბაზი.

პროექტი 50 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს მოიცავს.