ტურიზმი
09/11/2022
თანაინვესტირების ფონდი სიღნაღში $34 მლნ-იან სასტუმროს 2023 წელს გახსნის
სიღნაღში 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტი საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში ხორციელდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ფონდში განუცხადეს, ქართული ბრენდის 130 ნომრიან სასტუმროში თავმყორილი იქნება სპა და ფიტნეს ცენტრები, ღია და გარე აუზი, ღვინის ბარი, მარანი, მაღალი კლასის რესტორანი, ლაუნჯ ბარი 360 გრადუსიანი ხედით და მასშტაბური საკონფერენციო დარბაზი.
თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, ინვესტიციის ჯამური მოცულობა $34 მლნ-ს აჭარბებს. პროექტი 50 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს მოიცავს.