ტურიზმი
24/02/2022

თამარ არჩუაძე: უკრაინის მოვლენების გამო, ავიაბაზრის აღდგენა 2024-2025 წლისთვის გადავადდება

დღეს უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მსოფლიო დღის წესრიგი შეიცვალა.

რა შეფასებები კეთდება საავიაციო ფორუმზე Connect 2022 და როგორი გავლენა ექნება უკრაინის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებას საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით, ამ თემაზე გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი' საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ ისაუბრა.

მისი განცხადებით, რაც დღეს ხდება შემაშფოთებელია და დილიდანვე გაუქმდა ყველა შეხვედრა, რომელიც უკრაინულ მხარესთან იყო დაგეგმილი.

"დღევანდელ დილამდე ავიაბაზრის პანდემიამდელი მაჩვენებელი აღდგენილი უნდა ყოფილიყო 2023 წლისთვის, თუმცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სავარაუდოდ შეანელებს ავიაბაზრის აღდგენის დინამიკას და 2024-2025 წლისთვის გადაიწევს. თუ რამდენად სტაბილური იქნება ავიაბაზარი, ამ ყველაფერს შემდეგი რამდენიმე კვირა გვიჩვენებს." -აცხადებს, თამარ არჩუაძე.

ინფორმაციისთვის, ფინეთში მსოფლიოს ყოველწლიური საავიაციო ფორუმი Connect 2022 იმართება, სადაც 60 ქვეყნის 75 ავიაკომპანიისა და 280-ზე მეტი აეროპორტის წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოც.