"სულფონი": შატილში დასვენებისთვის საჭირო პირველადი ინფრასტრუქტურა განვითარებულია
შატილში, საოჯახო სასტუმრო “სულფონის“ დამფუძნებელი ანა ჭინჭარაული ზაფხულის საკურორტო სეზონზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონისთვის ადგილობრივი ტურისტების აქტივობა შეინიშნება, თუმცა, პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით განახევრებულია.
„პანდემიიდან გამომდინარე, გასულ წელს თითქმის ყველა ჯავშანი გაუქმდა. წელს აქტივობა არის, თუმცა ზოგი მხოლოდ უბრალოდ რეკავს, ზოგი სექტემბრისთვის ჯავშნის. საფეხმავლო ტურიზმზე პანდემია მკვეთრად აისახა. წლების წინ ამ მხრივ აქტივობა ბევრად მეტი იყო, სტუმრები იყვნენ ლატვიიდან, ლიეტუვიდან, გერმანიიდან, წელს ამ მიმართულებითაც რაოდენობა შემცირებულია,“ - აცხადებს ჭინჭარაული.
კითხვაზე, რა ხვდებათ შატილში ჩაცულ ტურისტებს, ჭინჭარაული აცხადებს, რომ რეგიონში ადგილობრივი ინფრასტრუქტურა განვითარებულია, თუმცა, ჯობს იმაზე მეტი იყოს, ვიდრე დღეს არის.
„ხორციელდება გარკვეული პროექტები, იხსნება ვიზიტორთა ცენტრი და ეს წინსვლა იქნება. პროექტს დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს. პერსონალური ინიციტივებიც გვაქვს, მაგალითად, მე მაქვს შეტანილი განცხადება საპირფარეშოების მოწყობასთან დაკავშირებით და ველოდები პასუხს. რეგიონში არის საინფორმაციო დაფები, წლების წინ მოხდა ტურისტული ბილიკების მარკირება. გასაკეთებელია ბევრია, თუმცა, პირველად რაც საჭიროა ტურისტების მიღებისთვის, არის,“-აცხადებს ჭინჭარაული.