ტურიზმი
17/06/2022

სოსო გალუმაშვილი: Axis Towers-ი თბილისში "საქმიანი ტურიზმის" განვითარებას ხელს შეუწყობს

„ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი თბილისში, ვაკეში, მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტის  Axis Towers- ის გახსნის მნიშვნელობას “ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს და აცხადებს, Axis Towers-მა შექმნა ახალი მიზიდულობის ცენტრი თბილისში, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.

„ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეგაპოლისი, რომელსაც უკვე თბილისი წარმოადგენს, აღარ არის ერთი ცენტრის მქონე, არამედ, ის რამდენიმე ცენტრისგან შედგება. ეს ურბანული განვითარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.  ჩემთვის, ეს მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს როგორც ამ ქალაქის მაცხოვრებლისთვის.

გარდა ამისა, Axis Towers-ი გახდა გარკვეული ნიშანსვეტი ქალაქისთვის,ეგრეთ წოდებული ლენდმარკი,რომელიც ქალაქის ღირსშესანიშნაობებს შორის აუცილებლად მოხვდება.

„თუ ავიღებთ საბჭოთა პერიოდის თბილისს, მაშინ ძირითადად წარმოდგენილი იყო ანძა და ვახტანგ გორგასალის ძეგლი მეტეხის ფონზე,ამას დაემატა რამდენიმე ლენდმარკი, მათგან ერთ-ერთი კი უკვე Axis Towers-ია. ეს ქალაქის განვითარების და წარმოჩენის თვალსაზრისით გაკეთებული საინტერესო სვლაა,“-აცხადებს გალუმაშვილი.

როგორც „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი  განმარტავს, Axis Towers-ი მიმზიდველი იქნება არამარტო ტურისტებისთვის, არამედ თბილისის მაცხოვრებლებისთვის იმიტომ, რომ ის სიკეთეები რომელსაც ეს პროექტი მომხმარებელს სთავაზობს, იქნება გარკვეულწილად გართობა-დასვენების  ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი, რომლითაც  თბილისი განებივრებული არ არის.

„გარდატეხაა ის, რომ მსგავსი რაღაცები კეთდებოდა თბილისის ძველ უბნებში, ამიტომაც, ხასიათი უფრო კლასიკური ჰქონდა. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ  Axis Towers-ს თანამედროვეობა შეხამებული აქვს იმ ტრადიციებთან, რომელიც თბილისს ახასიათებს. ეს ძალიან კარგად ჩანს როგორც არქიტექტურაში, ისე შიდა ინტერიერში.

შენობა ვაკის განვითარების აქცენტებს ერთობლიობაში კრავს და ქმნის ანსამბლს, რომელიც ძალიან აკლდა და სჭირდებოდა თბილისს “-აცხადებს გალუმაშვილი.

მისივე განცხადებით, Axis Towers -მა დაასრულა განაცხადი ვაკის ურბანულ განვითარებაზე. ეს არის ევროპული ქალაქი, რომელიც კიდევ უფრო მეტი განვითარებისკენ ისწრაფვის.

როგორც გალუმაშვილი აღნიშნავს, Axis Towers-ი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თბილისში  საქმიანი ტურიზმის (ე.წ. Mice Tourism)  განვითარებას.

„დედაქალქში  დიდი მოცულობის კონფრენეციების, სიმპოზიუმების ჩატარების სივრცე არ იყო. ამ შემთხვევაში სწორი გათვლა გაკეთდა იმაზე, რომ იყოს დიდი რაოდენობის ადამიანზე გათვლილი ადგილი.  Axis Towers-ი მასშტაბური ღონისძიებების საშუალებას მოგვცემს,“-აცხადებს გალუმაშვილი.

Axis Towers-ი, რომელიც 16 ივნისს გაიხსნა, მთლიანად ქართული პროექტია. იდეის ავტორი, არქიტექტორი და დეველოპერი ალექსანდრე მეჟევიძეა. მისი მშენებლობა 2015 წელს თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით განახლდა. 

Axis Towers-ის 37-სართულიანი ნაგებობა დამატებით  4 მიწისქვეშა სართულით, სიმაღლეში 147 მეტრია და ყველაზე მაღალი შენობაა დედაქალაქში.

პროექტი ერთდროულად მოიცავს დეველოპმენტის 5 მიმართულებას:სასტუმრო, საცხოვრებელი, საოფისე,კომერციული და გასართობი ფუნქციები. 

სასტუმრო Pullman - Accor Group-ის პრემიუმ კლასის ბრენდი, Axis Towers ის შავ, ანუ მინის კოშკში, მე-19 სართულიდან არის განთავსებული და 220 ნომერს აერთიანებს.

შავი კოშკის ბოლო 37-ე  სართულზე განთავსებულია Axis Towers - ის Sky Bar  (Weather Report) და Sky რესტორანი  (“დიუმა”).

Businesspartner