ტურიზმი
24/11/2020

შიდა ტურიზმზე გადაწყობა ერთ დღეში არ ხდება, ამას წლები სჭირდება - შემომყვანი ტურისტული კომპანია

ტურისტულ სექტორს პანდემიამდე არსებულ ნიშნულამდე მისასვლელად წლები, დაახლოებით 2-3 წელი დასჭირდება. როგორც ტურისტული კომპანია „ჯორჯიან ჰოლიდეის“ ხელმძღვანელი მანანა ცირამუა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ამ დროისთვის ერთ დროს შემომყვანი ტურისტული კომპანია გაჩერებულია და ვერც შიდა ტურიზმზე გადაწყობა მოახერხა.

„ნიმუშად შეიძლება მოვიყვანოთ 2008 წლის ომი და ამის შემდეგ სიტუაციის დასტაბილურებას რა ვადა დასჭირდა. აქვე გასთვალისწინებელია,რომ ის არ იყო გლობალური გამოწვევა. გვახსოვს ასევე სისტემის რღვევიდან ახალ სისტემაზე გადასვლას რა დრო დასჭირდა“-აცხადებს ცირამუა.

როგორც ცირამუა აცხადებს, შიდა ტურიზმე გადაწყობა ერთ წუთში არ ხდება და ეს საკმაოდ რთული პროცესია. „როგორც წესი, კლიენტთა ბაზის დაგროვება წლების განმავლობაში ხდება. ჩვენ კი ეს ბაზა  საქართველოში არ გვყვავს. ასე რომ, გადაეწყე და ეძებე ახალი კლიენტი, ასე უცბად  ხდება.ასე რომ შიდა ტურიზმზე ვერ ვმუშაობთ“-აცხადებს ცირამუა.

„ჯორჯიან ჰოლიდეის“ ხელმძღვანელს  ეტაპზე უჭრს მოლოდინებზე საუბარი,  რადგან საქმე გლობალურ გამოწვევასთან  გვაქვს.  

როგორც ცირამუა აღნიშნავს, ტურისტული კომპანია „ჯორჯიან თრეველი“ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, აზიის და ამერიკის მიმართულებაზე მუშაობდა.