ტურიზმი
20/10/2022

სექტემბერში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $375 მლნ-ზე მეტის შემოსავალი მიიღო

მხოლოდ სექტემბერში, საქართველომ ტურიზმიდან 375 მლნ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17.9%-ით აჭარბებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სექტემბრის თვის შემოსავლების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის სექტემბრის თვეში, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა უკვე მესამედ პანდემიის შემდეგ, გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს. 2021 წლის სექტემბრის თვესთან შედარებით კი, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 213,752,443 (+132.1%) აშშ დოლარით.

ტურისტული ნაკადების გაზრდის შედეგად, 2022 წლის იანვარი-სექტემბრის თვეში, საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 97.5%-ით აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-სექტემბრის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +1,651,528,684 (+190.8%) აშშ დოლარით.