სასტუმრო ცარიელია, სეზონის დასაწყისი გადასარევი არ არის - სასტუმრო “დასვენება ბორჯომში“
“ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი რადგან ამ დრომდე არც სტუმარი ყოფილა და არც ჯავშანი“, - ასეთი მოლოდინით ხვდება ბორჯომში მდებარე საოჯარო სასტუმროს „დასვენება ბორჯომში“ თანამფლობელი მარი პესკოვა ზაფხულის საკურორტო სეზონს.
როგორც ის „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პანდემიამდე, ივნისში დამსვენებელი ბორჯომს საკმაოდ აქტიურდა სტუმრობდა,დღეს კი სასტუმრო ცარიელია და სეზონის დასაწყისი გადასარევი ნამდვილად არ არის.
„ჩემთან მაინც და მაინც უხოელი სტუმარი არ მოდიოდა, ქართველები, ადგილობრივები მყავდა სულ, წელს ბევრს ფინანსურად გაუჭირდა, ბევრს პანდემიის ეშინია. ამას ემატება კურორტზე ახალი სასტუმროების ბუმი, რამაც შეამცირა ფასები.ვინც ასე თუ ისე დასვენებას საოჯახო სასტუმროებში ახერხებდა, ახლა მაღალი კლასის სასტუმროებში მიდიან,“-აცხადებს მარი პესკოვა.
რაც შეეხება იმას, თუ რა ხვდება ბორჯომში ჩასულ ტურისტს, პესკოვა აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოგვარდა წყალგაყვანილობის და გზების პრობლემები, რაც შეეხება გართობას, კურორტზე ტურისტები ძირითადად, წყლის და ჰაერის გამო ჩადიან.
„რომ გითხრათ, რომ ღამის ბევრი კლუბია ან რაღაც მსგავსი, ეს ნაკლებად. რაც ჯანსაღ დასვენებას ეხება, აბსოლუტურად ყველაფერია - ღია ცის ქვეშ გოგირდის აბანო, პარკი. ბორჯომში ძალიან ბევრი რესტორანია და იდეალური ფასებია“-აცხადებს მარი პესკოვა.