ტურიზმი
13/06/2023

სასტუმრო მეტეხარა:ჯავშნები უკვე გვაქვს, მოლოდინი დადებითია

ამბროლაურში მდებარე სასტუმრო „მეტეხარას“ მფლობელი ლელა ბერაძე „ბიზნესპარტნიორთან“ ზაფხულის საკურორტო სეზონთან დაკავშირებით  მოლოდინებზე საუბრობს.

მისი ინფორმაციით, რაჭაში სეზონი ძირითადად, ივლისიდან იწყება, თუმცა, ამ დროისთვის ტურისტების მხრიდან ინტერესი უკვე არსებობს. სასტუმროს  გარკვეული ნაწილი უკვე დაჯავშნილია.

„მირეკავენ, პირობებს გებულობენ, ზოგიერთი ჯავშნის კიდეც. ძირითადი ინტერესი მოდის ადგილობრივი ტურისტებიდან, ამას ემატება ვიზიტორები რუსეთიდან და უკრაინიდან. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე ზაფხული  ბევრად აქტიური იქნება,“-აცხადებს ბერაძე.

რაც შეეხება ფასებს, 14 ნომრიან სასტუმრო „მეტეხარას“ დამფუძნებელი განმარტავს, რომ ზაფხულის სეზონისთვის კომპლექსში გამრავალფეროვნდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სასტუმროში მოეწყო აუზი, კაფე-რესტორანი, შესაბამისად, დამატებითი სერვისების შეთავზება სასტუმროს ფასშიც აისახა. 

სასტუმრო "მეტეხარას" მფლობელი აცხადებს, რომ რაჭაში, კერძოდ კი ამბროლაურში ტურისტულ ობიექტებთან მისასვლელი გზები სრულადაა მოწესრიგებული. რაჭისადმი დაინეტრესებას ხელს უწყობს ამბროლაურის აეროპორტი, სადაც თბილისი-ამბროლაურის რეისი კვირაში სამჯერ ხორციელდება.