ტურიზმი
19/06/2023

სასტუმრო "ლეთო" - ზაფხულის სეზონზე 100%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ

ზუგდიდის ცენტრში მდებარე 5 ვარსკვლავიანი ბუტიკ სასტუმრო „ლეთო“ ზაფხულის თვეებში 100%-იანი დატვირთვით მუშაობს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროში განუცხადეს, „ლეთოს“ საშუალო დატვირთულობა ოთხივე სეზონის განმავლობაში 70%-ს შეადგენს, თუმცა, ზაფხული მეტი აქტიურობით გამოირჩევა და მაისის თვიდან სექტემბრის ბოლომდე პერიოდში სასტუმროს ნომრების დატვირთულობა მაქსიმუმს აღწევს.

„ჩვენი სასტუმრო, ძირითადად, ბიზნეს ვიზიტორებზეა გათვლილი. ამიტომ, როგორც შეხვედრების, ისე საკონფერენციო დარბაზი ჩვენთან აქტიურად მუშაობს. ტურისტები ნაკლებად გვსტუმრობენ, თუმცა, მუდმივად გვყავს საერთაშორისო ვიზიტორები, რომლებიც სამეგრელოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან. მათ შორის, ლიდერობენ ბიზნეს ვიზიტორები აშშ-დან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან და სხვა წარმატებული ქვეყნებიდან“, - განაცხადეს სასტუმრო „ლეთოში“.

მათივე ცნობით, „ლეთოში“ უცხოელი ვიზიტორების მაღალი მაჩვენებელი დადებითად აისახება როგორც ზუგდიდის, ისე მთლიანად სამეგრელოს რეგიონზე.

„ბოლო წლებში, ზუგდიდი ტურისტული თვალსაზრისით აქტიურად ვითარდება, ჩნდება ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურაც და გვიხარია, რომ „ლეთოს“ სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის ცნობადობის გაზრდაში თავისი წვლილი შეაქვს და რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული მაღალი კლასის სასტუმროა“,  - აღნიშნეს ზუგდიდის ცენტრში მდებარე სასტუმროში.

შეგახსენებთ, ბუტიკ სასტუმრო „ლეთო“ 2019 წელს გაიხსნა. პროექტის მთავარი მიზანი იყო, შექმნილიყო პროდუქტი იმ რეგიონში, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში, თუმცა – ტურისტულად ნაკლებად დატვირთული. “ლეთოს” მისიას უცხოელებისთვის და ქართველებისთვის ზუგდიდის გაცნობა და მისით დაინტერესება წარმოადგენდა. თანამედროვე დიზაინით შექმნილი   რამდენიმე კატეგორიად დაყოფილ 39 კეთილმოწყობილ ნომერს სთავაზობს.

5 ვარსკვალვიანი ბუტიკ სასტუმრო „ლეთო“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022