სასტუმრო კრისტალი: რუსი ტურისტებისგან მოთხოვნა ამ ეტაპზე არ არის
ბაკურიანში მდევარე სასტუმრო „კრისტალის“ მენეჯმენტი ზაფხულის სეზონის მოლოდინებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.
როგორც კომპანიის გაყიდვების მენეჯერი გიორგი მაისურაძე აცხადებს,წელს ბაკურიანში დიდი ალბათობით აქტიური სეზონი იქნება, თუმცა, ალბათ ისეთი არა, რაც პანდემიამდე იყო.
მისი განცხადებით, ახლა მდგომარეობა პანდემიის პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებულია, სასტუმრო თავის გატანის რეჟიმში აღარ არის,თუმცა,პანდემიამდე არსებულ გაყიდვების მაჩვენებელს ამ დრომდე ვერ მიუახლოვდა.
მისი განცხადებით, გაზრდილია მოთხოვნა ისრაელიდან, ევროპიდან და გალფის ქვეყნებიდან.
„ტურისტები პანდემიამდე 2-3 თვით ადრე, ხანდახან 1 წლით ადრეც ჯავშნიდნენ, ახლა ეს ტენდენცია შეცვლილია. უცხოელი მოგზაურების უმრავლესობისგან ჯავშნებს 2 კვირით ადრე ვიღებთ. რაც შეეხება ადგილობრივ ტურისტებს, ამ შემთხვევაში ჯავშნები 1 კვირით ადრე შემოდის,“-აცხადებს მაისურაძე.
სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი რუსეთ-უკრაინის ომის გავლენაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ზამთრის პერიოდში რამდენიმე რუსულმა და უკრაინულმა ტურისტულმა ჯგუფმა გააუქმა ჯავშანი, თუმცა, ახლა მსგავსი სიტუაცია აღარ არის,რადგან მაგალითად, რუსებს ამ ეტაპზე „კრისტალში“დასვენების სურვილი არ გამოუთქვამთ.
„თებერვალში მაგალითად ჩატარდა მსოფლიო ჩოგბურთის მატჩები, მთლიანად ჩაეხსნა რუსეთის გუნდი, ომის გამო ვერ ჩამოვიდა უკრაინაც. კონფლიქტური სიტუაციების გამო რამდენიმე ქვეყანამაც თავი შეიკავა. ახლა მოთხოვნა რუსი ტურისტებისგან არ ყოფილა,“-აცხადებს მაისურაძე.