ტურიზმი
08/09/2021

სასტუმრო Horizont Bakuriani: ზაფხულის სეზონი ჩაგვივარდა

სასტუმრო Horizont Bakuriani-ს ზაფხულის სეზონი ჩაუვარდა და ვერ იმუშავა. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ობიექტის მფლობელი ხათუნა თავდგირიძე აცხადებს, პანდემიის გამო სასტუმროში აქტივობა არ ყოფილა.

მისი განცხადებით, თითქმის არ იყო უცხოელი ტურისტი, რაც შეეხება ადგილობრივ დამსვენებელს, თავდგირიძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაშიც არ იყო ის რაოდენობა, რომ სასტუმროს ის ხარჯი ამოღო, რაც გახსნისას გასწია.

მისი ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმრო თვეების განმავლობაში დახურული იყო, ინფრასტრუქტურის ნაწილი დაზიანდა, საჭირო გახდა  სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რაც კომპანიისთვის დამატებითი ხარჯი აღმოჩნდა.

სასტუმროს მფლობელი შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს ობიექტის გასხვისებასაც.