ტურიზმი
05/08/2022

სასტუმრო "ანაკლია": ჩვენთან დამსვენებლის 80% სომხები არიან

სასტუმრო „ანაკლია“ იმაზე უფრო მეტ ტურისტს მასპინძლობს, ვიდრე ეს პანდემიამდელ პერიოდში იყო. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ანაკლიაში მდებარე 4 ვარსკვლავიან სასტუმრო „ანაკლუაში“ განუცხადეს.

მათი განცხადებით, ამჟამად სასტუმრო 100%-ით დატვირთულია, სტუმრების 80%-ს სომხეთის მოქალაქეები, დანარჩენს კი ადგილობრივი დამსვენებელი წარმოადგენს.

როგორც სასტუმრო“ანაკლიაში“ აცხადებენ, იმის მიზეზი, თუ რატომ არ გამოთქვამენ ევროპული ქვეყნებიდან ტურისტები ანაკლიაში დასვენების სურვილს, უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ეს  გასართობი ობიექტის სიმცირეა.

„ევროპელებს ქალაქი უფრო იზიდავთ, ვიდრე სოფელი. ანაკლია კი სოფელია და აქ, როდესაც სასტუმროდან გადიხარ,გასართობი არაფერია, გარდა აკვაპარკისა. ევროპელების სიმცირეც შესაძლოა ამით აიხსნებოდეს. ისინი უფრო მაგალითად, ბათუმს ანიჭებენ უპირატესობას,“-აცხადებენ სასტუმროში.

 

 

 

Businesspartner