ტურიზმი
13/03/2020

სასტუმრო ადამო: მთავრობის გადაწყვეტილება გადასახადების გადავადებაზე უპრეცედენტოა

სასტუმრო “ადამოს” მმართველი მაია მახათაძე მთავრობის გადაწყვეტილებას ტურიზმის ინდუსტრიისთვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადებაზე უპრეცედენტოს უწოდებს.

„გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და საინტერესოა ტურიზმის სექტორისთვის. პირველ რიგში ეს ნიშნავს, რომ ჩვენი განწყობა და იმედი საკმაოდ მაღალ დონზე ავიდა. დღეს შეიძლება ჯგუფური ჯავშნები გაუქმდა, მაგრამ ინდივიდუალური ჯავშნები ისევ არის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ფინანსური წყაროს მობილიზებას შევძლებთ. მთავრობის ეს გადაწყვეტილება მოგვცემს საშუალებას დავზოგოთ ფინანსური რესურსები, სახელმწიფო გადასახადების და ვალდებულების შემსუბუქებით ამ თანხებს ჩვენ მივმართავთ საკადრო რესურსებზე. ეს შეუმსუბუქებს საქართველოს მოქალაქეებს, ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს იმ პრობლემას რომელიც აქამდე იყო გამოწვევის საგანი,“ – განმარტავს მაია მახათაძე.