ტურიზმი
06/02/2023

საპნები, მინერალური კაფე, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო - ბალნეოლოგიური ფართოვდება

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი გაფართოებას განაგრძობს. ობიექტის ერთ-ერთი მფლობელი კომპანია „მეიდან ჯგუფია".

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კურორტის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ყვავილაშვილი აცხადებს, მაღალი კლასის სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. რომელი საერთაშორისო ბრენდი შეიძლება შემოვიდეს თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე ოპერატორად, ამას ყვავილაშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, თუმცა, აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. პროექტში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება.

ყვავილაშვილის ინფორმაციითვე, რამდენიმე თვეა კურორტის ტერიტორიაზე მინერალური კაფე გაიხსნა, სადაც მომხმარებლებს საქართველოში არსებული სხვადასხვა მინერალური წყლის დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ. გარდა ამისა,  თბილისის ბალნეოლოგიურმა კურორტმა გოგირდის ბაზაზე დამზადებული ხელნაკეთი საპნების წარმოებაც დაიწყო. ამჟამად, კომპანიაში წიპწის, ღვინის, ტალახის და რამდენიმე სხვა ტიპის საპონს ამზადებენ.

„ამასთან, გაფართოებას განვაგრძობთ განთავსების ობიექტების კუთხითაც. ბალნეოლოგიურის ტერიტორიაზე უკვე ფუნქციონირებს დაბალი კლასის სასტუმრო, უახლოეს პერიოდში კი დაგვემატება 4 ვარსკვლავიანი მაღალი კლასის სასტუმრო“, - განმარტა სალომე ყვავილაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, წლიდან წლამდე, ქვეყანაში ბალნეოლოგიურ პროცედურებზე მოთხოვნა იზრდება. ამ ეტაპზე, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის მომხმარებლების 10-15% ტურისტები არიან, დანარჩენი ნაწილი კი - ადგილობრივები.

სალომე ყვავილაშვილის თქმითვე, უცხოელი პაციენტები უმეტესად რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოდიან, თუმცა, ბოლო პერიოდში, ნაკადების ზრდა შეიმჩნევა ევროპის ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: გერმანია და საფრანგეთი და ასევე, მზარდი სტატისტიკა ფიქსირდება კანადიდანაც.

შეგახსენებთ, სახელმწიფო თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეს თბილისის ბალნეოლოგიურ კუროტის 75%–ს შპს „მეიდანზე“ ფლობს, 25%–ს კი კომპანია „მეიდანი“.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022