საოჯახო სასტუმრო უშბა: ზაფხულის სეზონისთვის სასტუმროს 40% დაჯავშნილია
მესტიაში მდებარე საოჯახო სასტუმრო „უშბა“ ზაფხულის საკურორტო სეზონისთვის ჯავშნებს უკვე აქტიურად იღებს.
როგორც „ბიზესპარტნიორს“ სასტუმროს მფლობელმა, თეა ჟორჟოლიანმა განუცადა, თუ პანდემიამდე ამ პერიოდში ზაფხულის სეზონისთვის სასტუმრო სრულად დაჯავშნილი იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 40%-მდეა. ჟორჟოლიანი იმედოვნებს, რომ აქტივობა გაიზრდება და მიმდინარე ზაფხულის სეზონი წარმატებული იქნება.
როგორც ჟორჟლიანი აცხადებს, ჯავშნების უმრავლესობა ევროპის და ბალტიისპირა ქვეყნებიდანაა. მათ შორის, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ა.შ.
„ჩვენ ძირითადად შემომყვან ტურისტულ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ. ზაფხულისთვის ველოდებით ჯგუფებს ბელორუსიიდან. ომამდე უცხოელები ორი თვით ადრე ჯავშნიდნენ,დღეს კი ასე არ არის,“-აცხადებს ჟორჟოლიანი.
რაც შეეება ფასებს, სასტუმრო „უშბაში“ 1 დღით განთავსება 70 ლარი (ორჯერადი კვებით) ჯდება. საოჯახო სასტუმროში 10 ნომერია.