ტურიზმი
24/02/2021
სამთო კურორტებზე სასტუმროები ხვალიდან, საბაგიროები კი 8 მარტიდან იხსნება
25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები იხსნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
რაც შეეხება საბაგიროებს, მისი თქმით, ისინი 8 მარტიდან გაიხსნება.
„სასტურმოები და საბაგიროები გაიხსნება რეგულაციების სრული დაცვით“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით კოვიდის ფონზე ზამთრის კურორტების მუშაობა 28 ნოემბრიდან არის შეზღუდული. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება შეწყდა.
ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დაშვებული იყო მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.