ტურიზმი
29/01/2021

სამოგზაურო შეზღუდვებით გამოწვეულმა კოლაფსმა ქვეყნებს $1.3 ტრლნ-ის საექსპორტო შემოსავალი დააკარგვინა

გლობალური ტურიზმისთვის 2020 წელი ყველაზე დამაზარალებელი იყო. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 74%-ით შემცირდა. ორგანიზაციის ცნობით, ეს რიცხვი დაახლოებით 1 მილიარდი მოგზაურის ტოლია. მონაცემები 2009 წლის გლობალურ კრიზისთანაა შედარებული და აღნიშნულია, რომ პანდემიურ წელს საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა გლობალური კრიზისის დროს დაფიქსირებულ მაჩვენებლებს 4%-ით აღემატება.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, საერთაშორისო მოგზაურობის თვალსაზრისით არსებული კოლაფსის გამო ამ მიმართულებით საექსპორტო შემოსავლები 1.3 ტრილიონი დოლარით შემცირდა. ეს რიცხვი 2009 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს დაფიქსირებულ მაჩვენებლებს 11-ჯერ აღემატება.

კორონა ვირუსის პანდემიის გამო რისკის ქვეშ დადგა 100-დან 120 მილიონამდე სამუშაო ადგილი, რომელიც პირდაპირ ტურიზმის ინდუსტრიასთანაა დაკავშირებული.  

 

 

ფოტო: travelagewest.com