ტურიზმი
22/07/2022
"სახლი ჯუთაში" ფართოვდება - "მიუხედავად პანდემიისა, რეინვესტიცია მაინც შევძელით"
ყაზბეგში, სოფელ ჯუთაში მდებარე სასტუმროს „სახლი ჯუთაში“ მეპატრონე ნანუკა არაბული ზაფხულის საკურორტო სეზონის მოლოდინებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.
მისი ინფორმაციით, აქტივობა პანდემიამდელ მაჩვენებელს ვერ მიუახლოვდება, დამსვენებელი არის, თუმცა, არა იმ რაოდენობით, რომ მოგებაზე იყოს საუბარი. „სახლი ჯუთაში“ ახლაც თავის გატანის რეჟიმშია.
მიუხედავად ამისა, სასტუმრომ გაფართოების გეგმებზე უარი არ თქვა. შესაბამისად, მიმდინარე წლის აგვისტოდან 9 ნომრიან სასტუმროს 1 კოტეჯი მიემატება.
„მიმდინარე წელს დამსვენებლთა ნაკადი შემცირებულია, შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს ან რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ან ყაზბეგში არსებული გრილი ამინდების. იმედი გვაქვს, აგვისტოში უკეთესობისკენ შეიცვლება ვითარება,“-აცხადებს არაბული.