ტურიზმი
06/07/2021

საქართველოში ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა იგეგმება

მთავრობის სტრატეგიაა, საქართველოში ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, აქ იქნება რამდენიმე მიმართულება. პირველი, ეს არის მსხვილი ტურისტული პროექტები, რომლის კონცეფცია ორიენტირებული იქნება ისეთი პროექტების განხორციელებაზე, სადაც საქართველოს აქვს უნიკალური უპირატესობა მსოფლიოში.

“გვაქვს ჩვენ ისეთი ადგილები, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ვართ ერთ-ერთი პირველები მსოფლიოში. თუნდაც მარნეულის მუნიციპალიტეტში, იგივე შულავერის გადაჭრილი გორა, საიდანაც პრაქტიკულად იწყება ჩვენი მეღვინეობის კულტურის ისტორია და უძველესი ვაზის წიპწაა ნაპოვნი. ამის ირგვლივ შეიძლება მთელი ტურისტული დასახლების და ინფრასტრუქტურის განვითარება.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ცუცხვათის მღვიმე, რომელიც ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში სართულიანობის თვალსაზრისით - 13 სართულიანი მღვიმეა. მსგავსი უნიკალური წერტილების განვითარებაა ერთ-ერთი მთავარი ამბიციური ამოცანა“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, მეორე მიმართულებაა მივიწყებული კურორტების განვითარება.  

“საუბარია არა მხოლოდ მსხვილ, ცნობილ კურორტებზე, სადაც საკმაოდ ბევრი რამ კეთდება და დაგეგმილია უახლოეს პერიოდში, როგორიცაა წყალტუბო, აბასთუმანი, ბორჯომი და ლიკანი, არამედ შედარებით მიწივწყებულ კურორტებზე, რომელიც თავის დროზე იყო საკმაოდ მოთხოვნადი და ახლა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ წამოვწიოთ ისევ ეს პოტენციალი, იგივე ლებარდე, მენჯი და სხვა. ასეთი კურორტებით ჩვენ ვართ მდიდრები და ეს არის პროგრამის ცალკე მიმართულება“, - განაცხადა ნათია თურნამამ.

მინისტრის განცხადებით, მუნიციპალიტეტებს დაევალათ, რომ მათ ტერიტორიაზე არსებული მცირე სასახლეების შესახებ ინფორმაციები შეაგროვონ და უწყებას მიაწოდონ.  

“ცალკე მიმართულებაა მცირე სასახლეები. როდესაც დავიწყეთ ამაზე მუშაობა, აღმოჩნდა რომ პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტშია მსგავსი საინტერესო ობიექტი. ჩვენ მოვთხოვეთ ჩვენს მუნიციპალიტეტებს, თვითმმართველობებს, მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ ტერიტორიაზე არსებულ მსგავს ღირსშესანიშნაობებზე და ეს იქნება ჩვენი შემდგომი მუშაობის საგანი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023