ტურიზმი
01/10/2021

საქართველოში ყაზახი ტურისტების რაოდენობის ზრდას ელიან

2020 წელს საქართველოს 13 779 ყაზახი ვიზიტორი ესტუმრა. 2021 წლის ორ კვარტალაში კი ამ რიცხვმა უკვე 15 475-ს მიაღწია. ავიაკომპანია Air Astana-ს გენერალური მენეჯერი „ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოში ყაზახური ტურისტული ნაკადების მნიშვნელობასა და პოტენციალზე საუბრობს.

კამილა ჟაილაუბაევა ვარაუდობს, რომ წელს სამთოკურორტებზე ჩამოსული ყაზახი ტურისტების გაზრდილი რაოდენობა იქნება.

„წელს ჩვენ ვხედავთ ზრდის დიდ პოტენციალს. ზამთრის პერიოდში ყაზახი ტურისტების ჩამოყვანა სამთოკურორტებზე გვინდა. ასევე ისეთ გამაჯანსაღებელ ცენტრებში, როგორიც არის ბორჯომი, საირმე და წყალტუბო. ყაზახი ტურისტების რაოდენობა წელს 2020 წელთან შედარებით უკვე 200%-ით გაიზარდა, ყოველთვიური საშუალო ზრდა კი, 50%-ია. ჩვენ ასეთივე ზრდას ველით ზამთრის სეზონზეც და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ყაზახი ტურისტი ჩამოვა საქართველოში. ზაფხულის პერიოდში ტურისტული ტრაფიკი ძირითადად შავ ზღვის კურორტებისკენ არის, ზამთარში კი, ტურისტების მოზიდვა სამთო და განაჯამსაღებელი კურორტეზე გვინდა“,- განაცხადა Air Astana-ს გენერალურმა მეჯენეჯერმა, კამილა ჟაილაუბაევამ.