საქართველოში ლუდის პირველ სპა ცენტრში სტუმრების 70%-ს უცხოელები წარმოადგენენ
საქართველოში, ასპინძაში ლუდის პირველ სპა ცენტრით ძირითადად უცხოელები ინტერესდებიან. როგორც პროექტის მფლობელი კომპანია „ვარძიას“ დამფუძნებელმა ზაზა ზედგენიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, სტუმრების 70%-ს წარმოადგენენ უკრაინელები, რუსები, პოლონელები და გერმანელები.
„მაისი დავტვირთული იყო, მეტი ტურისტი იყო ჩამოსული, ივნისში ცოტა მოიკლო, თუმცა, ბოლო 10 დღეა აქტივობა გაიზარდა. წინასწარი ჯავშნები პოზიტიურ მოლოდინს მიჩენს. მგონია, რომ ივლისი-აგვისტო ბევრად კარგი სიტუაცია იქნება,ალბათ 65%-მდე დატვირთულები ვიქნებით. თუმცა, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, ამინდზე,“-აცხადებს ზედგენიძე.
შეგახსენებთ, კომპანიამ „ვარძია“ კომპლექსი “მელუდის სახლი“ გასულ წელს გახსნა, სადაც განთავსებულია როგორც ლუდის სპა ცენტრი, ისე სასტუმრო.
ვიზიტორს შეუძლია როგორც ლუდის აბაზანების მიღება, ისე ლუდის დაგემოვნება და კომპლექსში არსებული ბუტიკ სასტუმროში განთავსება, რომელიც ჯამში 8 ადამიანზეა (4 ნომერი) გათვლილი.
პროექტში ჯამში 50 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
შეგახსენებთ, ქვევრის ლუდის მცირე საწარმო ასპინძის რაიონში 2016 წლიდან ფუნქციონირებს.