ტურიზმი
08/07/2020
საქართველომ საზღვარი გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიტუვას და ესტონეთს გაუხსნა
საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან საზღვარს ხსნის. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღეს მიიღო.
“ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა ამ ეტაპზე საერთოდ არ გახსნეს საზღვრები, რიგ შემთხვევებში კი რეგულაციები არსებობს, რაც სავალდებულო კარანტინს გულისხმობს, საკუთარი ხარჯებით. დღეს, იმ ქვეყნებიდან ვინც საქართველოს საზღვრები გაუხსნა, საქართველო ასევე ხსნის მათთვის საზღვრებს, ესენია - გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიტუვა და ესტონეთი. ამ ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ყველა სახის ვიზიტი შეეძლებათ, ოღონდ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის გზით. მანამდე მათ უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა, სადაც წარმოადგენენ მათ დორის ინფორმაციას, თუ სად იყო ბოლო 14 დღის განმავლობაში. ასევე, სად აპირებს გაატაროს დრო ჩვენს ქვეყანაში და რამდენი ხანი აპირებს დარჩენას”,- განმარტა პრემირის პრესსპიკერმა.