ტურიზმი
17/05/2022

Ryanair-ის პროგნოზით, ევროპაში ფრენების ფასი გაიზრდება

თვითმფრინავის ბილეთების ფასი ამ ზაფხულს გაიზრდება ევროპულ პლაჟებზე დასვენების მაღალი მოთხოვნის გამო, განაცხადა Ryanair-მა.

ავიაკომპანიის უფროსის მაიკლ ო'ლირის თქმით, ავიაკომპანიის დაბალი ტარიფები ამჟამად იწვევს მგზავრთა რაოდენობის ზრდას, რაც ხელს უწყობს კომპანიის პანდემიამდელი მდგომარეობის დაბრუნებას. ამასთან, ის იმედოვნებს, რომ ავიაკომპანია მიმდინარე წელს "გონივრულ მომგებიანობას" დაუბრუნდება.

BBC კომპანიაზე დაყრდნობით წერს, რომ 355 მლნ ევროს წლიური ზარალი მიიღო, რის მიზეზადაც ძირითადად Omicron-ის ვარიანტის გავრცელებას, რუსეთ-უკრაინის ომს და ნავთობპროდუქტების ფასების ზრდას ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ Ryanair-ი წარმოადგენს ცნობილ ირლანდიურ ავიაკომპანიას, რომელიც 1984 წელს დაფუძნდა და დაბალბიუჯეტური ავიახაზებით გამოირჩევა.