ტურიზმი
21/06/2023

"რუმსის" ბრენდის სასტუმრო ევროპის ბაზარზე მომავალი წლიდან შევა

„რუმსის“ ბრენდის სასტუმრო ევროპის ბაზარზე მომავალი წლიდან შევა.

როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ  „ბიზნესპარტნიორთან“განმარტა, ბაზრების მოძიება უკვე დაწყებულია. ამასთან, კომპანია ევროპის ბაზარზე გასვლამდე ლარის ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.

„პირველ რიგში, ლარის ობლიგაციებს გამოვუშვებთ, რითაც ფინანსებს მოვიძიებთ. ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, რომ ბონდი სწრაფად ავწიოთ. შემოდგომაზე შევძლებთ ზუსტი მოცულობის გაჟღერებას. ამჟამად ვმუშაობთ „თიბისი კაპიტალთან“ და „გალთ ენდ თაგარტთან“ ერთად.

რაც შეეხება სავარაუდო ბაზრებს, სადაც ვფიქრობთ გავიდეთ,არის  ევროპის რამდენიმე მიმართულება. მათ შორის ვუყურებთ საბერძნეთს, ბრიტანეთს, იტალიას. ასე რომ გვინდა გავიდეთ იმ ქვეყანაში, რომლის ბაზარიც ძალიან კარგად გვესმის.“-აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.

შეგახსენებთ, „რუმს ჰოტელი“ "აჭარა ჯგუფის" ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, როლის  ძირითადი საქმიანობა ქართული ბრენდის Rooms-ის სასტუმროების მართვა და სხვადასხვა მიმართულებით მათი განვითარება წარმოადგენს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022