ტურიზმი
19/03/2020

როგორია სასტუმროებისთვის საბანკო კრედიტების თანადაფინანსების პირობები

სასტუმრო ბიზნესის საბანკო კრედიტების თანადაფინანსების პირობები ცნობილია.

მთავრობის დადგენილებით, 1 მარტიდან 6 თვით სესხის წლიური საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებით ისარგებლებენ 4-დან 50-მდე ნომრის მქონე სასტუმროები.

პროგრამას ახორციელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბანკებთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.

თანადაფინანსების მისაღებად საჭირო კრიტერიუმებად განისაზღვრა:

  1. ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტისთვის დამტკიცებული სესხი 1 მლნ ლარამდე, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში − 300 000 დოლარს ან 250 000 ევრო.
  2. ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე;
  3. მეწარმე სუბიექტსა და ბანკს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიზნობრიობა უნდა იყოს სასტუმროს მშენებლობა/გაფართოება/აღჭურვა/რემონტი/რეკონსტრუქცია.

თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებენ სახელმწიფო პროგრამის ის ბენეფიციარები,  რომელთანაც სააგენტოს მხრიდან არ არის დასრულებული ამ დადგენილების შესაბამისად სესხის პროცენტის თანადაფინანსების 24-თვიანი პერიოდი.

ასევე თუ სესხი ბანკის მიერ 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში პრობლემურ კატეგორიაშია კლასიფიცირებული.

დაფინანსებისთვის მეწარმემ მდგომარეობის შესაფასებლად ბანკს უნდა მიმართოს, ბანკმა კი სააგენტოს.

სააგენტო 6 თვით დააფინანსებს ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთიდან:

− 80%-ის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე; 70%-ით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებზე.

Businesspartner