ტურიზმი
07/04/2022

რედიქს ჯგუფი: HoReCa სექტორის მუშაობა მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული

რუსეთ-უკრაინის ომმა ტურისტულ სექტორში ბუნდოვანი მოლოდინები შექმნა.

„რედიქს ჯგუფის“ HoReCa პროექტების მენეჯერი ლადო  ვიბლიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ შექმნილი ვითარების გამო სიტუაცია სახარბიელო არ არის. შესაბამისად, ჯგუფის ყველა სასტუმროს მუშაობა რეგიონში არსებული სიტუაციის დასტაბულურებასა და მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.

ვიბლიანის განცხადებით, „რედიქს ჯგუფის“ პორტფელში არსებული ყველა სასტუმრო მაისიდან აქტიურად მიიღებს სტუმრებს.

„თუშეთში სასტუმო „სამზეო“ სეზონურია, თანაშრომლებიც სეზონურად გვყავს. იქ სეზონი 4 თვეა, კლიმატური პირობები არ იძლევა მეტის საშუალებას. მაისში გავხსნით და შემოდგომამდე ვიმუშავებთ.

რაც შეეხება სხვა ობიექტებს, გავხსენით „ჰილტონი“ და ფონს ამ ეტაპზე ღონისძიებებით გავდივართ.

ბათუმში, სასტუმრო  “ლე პორტი“ არ გაგვიჩერებია. ეს აპარტოტელია და გრძელვადიანი სტუმრები გვყავს. თუმცა, მოკლევადიანი სტუმრებიც გამოჩდნენ. ძირითადი კონტიგენტი ბიზნეს ტურისტებია, მათ ჩვენ ხანგრძლივად მაცხოვრებელ მოიჯარეებად მოვიხსენიებთ. მათი ძირითადი ნაწილი უცხოელები არიან. სიღნაღის „კაბადონში“  ამ დროისთვის შიდა სარემონტო სამუშაოებია, მისი გახსნა მაისში იგეგმება,“ - აცხადებს ვიბლიანი.

უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის კომპანია „რედიქსი“ 2007 წელს დაფუძნდა. კომპანიის პორტფელშია სხვადასხვა თანამედროვე სასტუმრო (სიღნაღში -სასტუმრო „კაბადონი“, ბათუმში - სასტუმრო „ლე პორტი“, თუშეთში -სასტუმრო „სამზეო“, თბილისში - Hilton Garden inn.-ი. ჯგუფის შემადგენლპობაშია რძის მწარმოებელი კომპანია “ყვარლის ბაგაც“.