ტურიზმი
21/05/2021

რედიქს ჯგუფი: ადგილობრივი ტურისტებით სასტუმრო "კაბადონი" მომგებიანი ვერ იქნება

სასტუმრო „კაბადონი“ წელს უცხოელ ტურისტებს ნაკლებად ელოდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „რედიქს ჯგუფის“ HoReCa პროექტების მენეჯერმა ლადო  ვიბლიანმა განუცხადა, „კაბადონის“ უცხოელი სტუმრები ძირითადად სახმელეთო საზღვრიდან  შემოდიოდა, დღეს კი არსებული რეგულაციები ამის საშუალებას არ იძლევა.

ვიბლიანის ინფორმაციით, შექმნილ სიტუაციაში „კაბადონი“ აქცენტს ადგილობრივ დამსვენებელზე გააკეთებს, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ ობიექტი მომგებიანი იყოს.

„სასტუმრო ახლაც გახსნილია და მუშაობს, თუმცა მიღებული  შემოსავლები არის ის მინიმუმი, რაც საჭიროა ბიზნესის გადარჩენისთვის. დღეს მოგებაზე საუბარი არ არის, ვცდილობთ გადავრჩეთ და კადრი შევინარჩუნოთ.

რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, სიღნაღისთვის ზაფხული სასწაულ სეზონად არც არასდროს ითვლებოდა. უფრო მაღალი აქტიური სექტებერ-ოქტომბერია, იმედია, ამ პერიოდისთვის სიტუაცია დასტაბილურდება,“ - აცხადებს ვიბლიანი.