ტურიზმი
16/03/2022

რამდენი დახარჯეს და რაში შიდა ვიზიტორებმა

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 195.8 მლნ ლარით განისაზღვრა.

აღნიშნული მაჩვენებელი 27.9%–ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 1.5%–ით და 137.5 ლარს უტოლდება.

ამავე პერიოდით, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო რაოდენობამ თვეში 1 275.2 ათასი შეადგინა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტებმა 1 423.9 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 26.1%-ით მეტია 2020 წლის მეოთხე კვარტალის შესაბამის მონაცემზე.

ამასთან, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 628.5 ათასით განისაზღვრა, რაც 21%–ით პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტორების 38.2% მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 54.3%–ს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 43.5% თბილისის მაცხოვრებელია, 11.5% ქვემო ქართლის, 10.4%- იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

2021 წლის მეოთხე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა, 53.1% განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი, 315.6 ათასი ვიზიტი თბილისში, ხოლო იმერეთში 223.3 ათასი ვიზიტი განხორციელდა.