პანდემიამდე თბილისში ჰოსტელებზე მოთხოვნა იზრდებოდა
თბილისში ჰოსტელებზე მოთხოვნა გაიზარდა, ტენდენცია კი პანდემიამდე პერიოდში ფიქსირდებოდა. როგორც „თრუსოს“ ხელმძღვანელი ლევან კარიჭაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში აღნიშნავს, ახლა ტურიზმი გაჩერებულია, მაგრამ მანამდე დედაქალაქში შედარებთ დაბალბიუჯეტიანი ტურისტები ჩამოდიოდნენ.
„თბილისში სასტუმრობმაც იმატა, კონკურენციაც გაიზარდა, თუმცა პრემიუმ კლასის ტურისტი ძალიან ცოტა იყო. პანდემიამდე პერიოდში ტურისტმა რაოდენობრივად იმატა, თუმცა ხარისხობრივად და ფინანსურად არა,“ - აცხადებს კარიჭაშვილი.
რაც შეეხება კურორტებს, სასტუმროებს სერიოზული პრობლემა შეუქმნა აპარტოტლების მშენებლობამ. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა ეს მიმართულება, რასაც მცირე და საშუალო სეგმენტის სასტუმროებმა კონკურენცია ვეღარ გაუწია.
„მაგალითად, გუდაურში შენდება კომპანია „რედკოს“ უზარმაზარი კორპუსები, მათ ჩვენ კონკურენციას ვერც პანდემიამდე ვუწევდით, ძალიან გვიჭირდა მუშაობა. კლინტებიც უპირატესობას აპარტოტელებს ანიჭებდნენ. ანალოგიური მდგომარეობაა სხვადასხვა კურორტებზე, მათ შორის, ბაკურიანშიც", - აცხადებს კარიჭაშვილი.