"ოტიას ეზო" საოჯახო სასტუმროს 2023 წელს გახსნის
ოტია იოსელიანმა წყალტუბოში ოჯახურ მეურნეობა „ოტიას ეზოში" საოჯახო სასტუმროს გახსნა გადადო.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ მეურნეობის დამფუძნებელი ოტია იოსელიანი აცხადებს, გამომდინარე იქიდან,რომ კომპანიის პრიორიტეტი ლუდსახარშის გაფართოება გახდა, სასტუმროს გახსნა დროებით დაპაუზდა.
როგორც იოსელიანი აცხადებს, მშენებლობა მიმდინარეობს,აქტიურ ფაზაშია და დიდი ალბათობით მისი ამოქმედება 2023 წელსაა დაგეგმილი.
მისივე განცხადებით, 3-4 ადგილიან სასტუმროში დაახლოებით 30 000 ევროს ინვესტიცია ხორციელდება.
იოსელიანის ინფორმაციით, სახლ-მუზეუმის პირველ სართულზე მარანია განთავსებული, სადაც სხვადასხვა სახის ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი.
ამ ეტაპზე 4 დასახელების ღვინო (ჩხავერი,ოცხანური საფერე, ცოლიკაური, ოჯალეში) იწარმოება.
"ოტიას ეზო" 2015 წელს ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში მისი ოჯახის წევრებმა დააფუძნეს. ამჟამად მეურნეობაში - ციტრუსი, სიმინდის ფქვილი, აჯიკა, სვანური მარილი, ლობიო, თაფლი და სხვა პროდუქტები აქვთ. როგორც ოტია იოსელიანი აცხადებს, ის პროფესიით არქიტექტორია, თუმცა მეურნეობა არქიტექტურასთან ერთად მისი ერთ-ერთი მთავარი საქმეა.