ტურიზმი
01/04/2023

ობიექტი დაზღვეულია, მიმდინარეობს ზარალის დათვლა - "ამბასადორი თბილისი" სტუმრების მიღებას აგრძელებს

სასტუმრო "ამბასადორი თბილისი" განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გუშინ გაჩენილი ხანძრის მიუხედავად, სასტუმროს მეორე ფლიგელი  ჩვეულ რეჟიმში და სრული დატვირთვით მუშაობს.
 
"ვაგრძელებთ სტუმრების მიღებას და მასპინძლობას უსაფრთხოების ყველა წესისა და სტანდარტის გათვალისწინებით. აქვე, ვაზუსტებთ, რომ მუშაობას აგრძელებს ჩვენს შენობაში არსებული რესტორანი A.T • Kitchen და მისი კაფე-ტერასა, აუზი და სპა, მაღაზიები „არომატეკა“ და „სტეფანო რიჩი“.
 
დროებით დაკეტილია რესტორანი Qartuli • ქართული და სილამაზის სალონი Ambassadori Beauty.
რაც შეეხება ლაუნჯ-ტერასა Mozaiko / მოზაიკო, სამწუხაროდ ის ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა,"-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 
"ბიზნესპარტნიორი" დაინტერესდა  რა ზარალი მიიღო სასტუმრომ ხანძრის შედეგად და დაზღვეულია თუ არა ობიექტი, "ამბასადორი ჯგუფში" აცხადებენ, რომ ზარალის დათვლა ახლა მიმდინარეობს, ობიექტი კი დაზღვეულია. 
Businesspartner