ტურიზმი
22/01/2021

ნათია თურნავა: ზამთრის კურორტები რომ არ დაგვეკეტა, ვირუსის უფრო მაღალ გავრცელებას მივიღებდით

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სათხილამურო კურორტები რომ არ დაკეტილიყო, რეგიონში კორონავირუსის უფრო სწრაფი და მაღალი გავრცელება იქნებოდა.

„ვიცი, დიდი პრეტენზიაა და მათ მართლაც უჭირთ, რადგან ეს სეზონი მათთვის მართლაც დაიკარგა, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ თავის დროზე ზამთრის კურორტები რომ არ დაგვეკეტა, მივიღებდით ვირუსის ძალიან სწრაფ და მაღალ გავრცელებას, და უფრო მკაცრი ზომების მიღება მოგვიწევდა, შეიძლება იმ რეგიონების სრული გადაკეტვაც კი. ჩვენ თუ შევხედავთ ევროპული ქვეყნების გამოცდილებას, უმეტესწილად ზამთრის კურორტები არ ფუნქციონირებს. წელს მთელ მსოფლიოში ჩავარდა ტურისტული სეზონი“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინფორმაციისთვის, 1-ელი თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება, თუმცა, ეს არ ეხება ზამთრის კურორტებს.

ზამთრის კურორტებზე შეზღუდვები 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესდა. ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში გაჩერებულია სათხილამურო ტრასები და საბაგიროების ფუნქციონირება. სასტუმროების მუშაობა კი, დასაშვებია მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022