ტურიზმი
04/03/2021

ნათია თურნავა ირწმუნება, რომ WizzAir ქუთაისიდან ფრენებს მარტის ბოლოდან განაახლებს

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, WizzAir ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს მარტის ბოლოდან განაახლებს.

"ვიზეარი" ფრენებს მარტის ბოლოდან განაახლებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენა",- განაცხადა თურნავამ.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ადრაშ რადომ განაცხადა, ყველაფერი იმ შეზღუდვებზეა დამოკიდებული, რომელიც ამ დროისთვის სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს.

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ვიცით, როდის აღვადგენთ ფრენებს ქუთაისიდან“,- განმარტა ანდრაშ რადომ "ბიზნესპარტნიორთან".