ტურიზმი
20/07/2021

ნათია თურნავა: 7.7%-იან ეკონომიკურ ზრდაში 30%-იანი ტურიზმის აღდგენაა ნავარაუდევი

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 7.7%-იან წლიურ ეკონომიკურ ზრდაში ტურიზმის 30%-იანი აღდგენაა ნავარაუდევი. 

“რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის შეუფერხებელი ფუნქციონირება იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკური ზრდა გვქონდეს იმ ნიშნულზე, რასაც ვვარაუდობთ. ტურიზმის აღდგენის საკმაოდ ფრთხილი პროგნოზი გვაქვს. 

ვვარაუდობთ, რომ თუ ვაქცინაციის ის ტემპი იქნება, რასაც მოვითხოვთ და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ტურიზმი უფრო მეტად აღდგება. თუმცა, ეს მარტო ჩვენს სურვილზე არ არის დამოკიდებული. გლობალურად პანდემია გრძელდება, შეზრუდვები წესდება ასევე სხვადასხვა ქვეყანაში, არა მარტო ჩვენთან, აქედან გამომდინარე ვაქიცნაცია ერთადერთი საშუალებაა იმის, რომ რისკები იყოს მინიმიზებული. ტურიზმი ერთ-ერთი პირველი ინდუსტრიაა, სადაც ჩვენ დავიწყეთ ვაქცინაცია პრიორიტეტულად. ტურისტულ ობიექტებში ვაქცინაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ვაქცინაციაა ერთადერთი გზა იმის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ნორმალურ დონეზე ზაფხულის სეზონი“,- განაცხადა ნათია თურნავამ.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022