ტურიზმი
17/09/2020
მთავრობა Wizz Air-ის რეგულარული ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებს
“უახლოეს დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას ვიზეარის რეგულარული ფრენების აღდგენაზე”,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.
ნათია თურნავას განმარტებით, გადაწყვეტილება რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით ფრენების აღდგენას მოიცავს.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანია “რაინეართანაც”.