ტურიზმი
13/12/2021

Mitarbi Silence ფართოვდება - სასტუმრო მეორე კოტეჯს 25 დეკემბერს გახსნის

ბორჯომში, სოფელ მიტარბში მდებარე სასტუმრო Mitarbi Silence-ის პირველი კოტეჯი ახლახანს გაიხსნა, რომელიც ულამაზესი ხედებით გამოირჩევა.

სასტუმროს სტუმრებს კომფორტისთვის და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ყველა საჭირო ინვენტარი დახვდებათ, მათ შორის: წიგნები, ვიდეო თამაშები, პროექტორები, ტელესკოპი და სხვა.

Mitarbi Silence–ის დამფუძნებელი დავით ხვედელიძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ სასტუმრო მეორე კოტეჯს 25 დეკემბერს გახსნის, ხოლო მესამეს თებერვლამდე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალებზე მუშაობა და ინტერიერის მოწყობა. ამაში კი საქართველოს ბანკისგან მიღებული 38,000 ლარის ინვესტიცია დაეხმარება, რომელიც ბანკმა პროექტის მხარდაჭერის მიზნით გამოყო.

ხვედელიძის თქმით, სამომავლოდ 3300კვ.მ–ზე მეტ ფართობზე კიდევ ბერვი კოტეჯის აშენება და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი.

"მიღებული ინვესტიცია დაგვეხმარება ინვენტარისა და ნაწილი მასალების შეძენაში. თითო კოტეჯი 6+2 ადამიანზეა გათვლილი. 3-ივე კოტეჯი ჯამში 16 სტუმრის მიღებას უზრუნველყოფს, თუმცა აქ არ ვჩერდებით და ვგეგმავთ კიდევ უფრო გავფართოვდეთ.

ორიენტირებული ვართ, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ დამსვენებლებს, ამიტომ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მათ სამთო ტურებიც შევთავაზოთ, როგორც საფეხმავლო, ასევე ცხენებისა და კვადროციკლის გამოყენებით", - აღნიშნავს Mitarbi Silence–ის დამფუძნებელი, დავით ხვედელიძე. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023