ტურიზმი
21/12/2020
მინისტრობის კანდიდატი: ტურიზმის სექტორისთვის 2021 წელი დაძაბული და გამოწვევებით სავსე იქნება
ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ 2021 წელი ტურიზმის სექტორისთვის დაძაბული და გამოწვევებით სავსე იქნება.
„2021 წელი კვლავაც ძალიან დაძაბული და აღსავსე იქნება ტურიზმისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის მიმართულება საშუალოვადიან პერსპექტივაში აღდგება და არა მყისიერად, ჩვენ აქ საკმაოდ წელგამართულები ვართ. პირველ რიგში, ჩვენმა ტურისტულმა ობიექტებმა შეიძინეს უნიკალური გამოცდილება თუნდაც, როგორ მოემსახურონ სტუმრებს საკარანტინე პირობის ფარგლებში. ეს თემა კვლავაც აქტუალური იქნება უახლოეს პერიოდში. გარდა ამისა, ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ ტურისტების უფრო მაღალ მხარჯველ კატეგორიაზე. ვიმოძრავებთ უფრო ხარისხობრივი ბაზრისკენ“,- განაცხადა ნათია თურნავამ.