ტურიზმი
02/07/2020

მინისტრი: ქვეყნებთან, რომლებიც გახსნისთვის მზად არიან, უკვე გვაქვს მოლაპარაკებები

საზღვრების კვეთის წესებთან დაკავშირებით საქართველოს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საზღვრების გახსნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არაერთგვაროვანია.

„არის ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც საზღვრები არ გახსნა. მაგალითად, შვედეთი, დანია, ბულგარეთი. რამდენიმე ქვეყნისგან კიდევ ველით. არ გვაქვს საბოლოო დასტური, თუ რა რეჟიმს მიიღებენ საქართველოსთან მიმართებით. ბუნებრივია, ჩვენი გადაწყვეტილებაც სარკისებური იქნება, ანუ ნაცვალგების პრინციპზე. რა გადაწყვეტილებასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ საქართველოსთან მიმართებით, ბუნებრივია, ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება მათთან შესაბამისობაში. ქვეყნებთან, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ გახსნისთვის მზად არიან, ბუნებრივია უკვე გვაქვს მოლაპარაკებები. ჩვენი გადაწყვეტილებაც საზღვრის კვეთის წესებთან დაკავშირებით ორმხრივად იქნება შეთანხმებული“,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

Businesspartner