"მგზავრების" 20% საახალწლო პერიოდისთვის უკვე დაჯავშნილია
სასტუმროების ქსელი „მგზავრები“ მიმდინარე ზამთრის საკურორტო სეზონზე დიდ იმედებს ამყარებს.
როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილე მადლენა მანუსაჩიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ბაკურიანში ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება, რაც საკმაოდ დადებითად აისახება HoReCa სექტორზე.
„უფრო მეტი საერთაშორისო ტურისტი ჩამოვა, მათ შორის იქნებიან ადგილობრივებიც. 1 დეკემბრიდან ზამთრის კურორტებზე არსებული ჩვენი სასტუმროები დამსვენებელს მიიღებენ, ახლა არასეზონის პერიოდია და განახლების პერიოდი გვაქვს. ბაკურიანში ახალი წლის პერიოდზე ჯავშნებს 10-15 დეკემბრის შემდეგ ველოდებით. ვფიქრობთ, ადგილობრივების წილი 60% იქნება,“-აცხადებს მანუსაჩიანი.
მისი განცხადებით, ამ დროისთვის ბაკურიანის „მგზავრების“ 20% საახალწლო პერიოდისთვის უკვე დაჯავშნილია.
შეგახსენებთ, ბაკურიანში 2023 წელს ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება.