მგზავრები: გუდაურში 10-20%-იან დატვირთვას ველოდებით
სასტუმროების ქსელი „მგზავრები“ მიმდინარე ზაფხულის საკურორტო სეზონზე დიდ იმედებს ამყარებს.
როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილე მადლენა მანუსაჩიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, გასული 2 წლისგან განსხვავებით სიტუაცია გამოცოცხლებულია.
„საქართველოზე ვართ ორიენტირებული. გუდაურში 10-20%-იან დატვირთვას ველოდებით, რაც შეეხება ბაკურიანს და ზღვის სანაპიროს, ამ შემთხვევაში პანდემიამდელ მაჩვენებელს მიუახლოვდებით. ამ დროისთვის მოთხოვნადი უფრო ზღვის მიმართულებააა, ჯავშნებიც გვაქვს. რაც შეეხება ბაკურიანს, ჯერ ადრეა, ვფიქრობ 15 ივნისიდან დაიწყება წინასწარი ჯავშნების მიღება,“-აცხადებს მანუსაჩიანი.
მოახდენს თუ არა ტურისტების აქტივობაზე რუსეთ-უკრაინის ომი, სასტუმრო „მგზავრების“ დირექტორის მოადგილე განმარტავს,რომ ზღვის მიმართულებაზე ტურისტების გარკვეული ნაწილი რუსეთ-უკრაინის სეგმენტი იყო, წელს კი ამ მხრივ დანაკლისი იქნენა.
რაც შეეხება სტუმრებს ევროპიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მანუსაჩიანი აცხადებს, რომ ეს კატეგორია საქართველოში ჩამოსვლისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
„ევროპელებს ეშინიათ ჩამოსვლა, მაინც ჰგონიათ, რომ საქართველოსაც გარკვეული საფრთხე ემუქრება,“-აცხადებს მანუსაჩიანი.
შეძლებს თუ არა ადგილობრივი ტურიზმის იმედად დარჩენილი „მგზავრები ჯგუფი“ არსებული აქტივობით რეინვესტირებას, მანუსჩიანი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბიზნესი მაინც თავის გატანის ეტაპზეა.
„პანდემიის პერიოდთან შედარებით ფასები გაზრდილია, თუმცა,მაშინ ღირებულება ძალიან შემცირებული გვქონდა. პანდემიამდელი ფასები ნამდვილად არ გვექნება,“-აცხადებს მანუსაჩიანი.
შეგახსენებთ, „მგზავრების“ სასტუმროების ქსელი უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი. სასტუმროს ტიპის აპარტამენტების კონცეფცია საქართველოში პირველად სწორედ „მგზავრებმა“ წარადგინა.
კომპანიის სტრატეგია, საქართველოს პოპულარულ კურორტებზე 5 ვარსკვლავიანი ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, სასტუმროს ნომრების რეალიზაცია და სასტუმროს მენეჯმენტია.
10 წლის მანძილზე მგზავრებმა განახორციელა:
- 11 პროექტი ბაკურიანში;
- 4 პროექტი ბათუმის სანაპირო (გონიო);
- 1 პროექტი გუდაურში;
- 2 პროექტი ბათუმში;