მესტიის სასტუმრო Old House-ს ახალი წლისთვის ჯავშნები უკვე აქვს
საოჯახო სასტუმრო Old House-ს პანდემიამ შემოსავლები დაახლოებით 70%-ით შეუმცირა, თუმცა ამის მიუხედავად სასტუმროს ახალი წლისთვის ჯავშნები უკვე აქვს.
როგორც Old House-ის მენეჯერმა ნინო გოშთელიანმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, აქტივობა გასულ წელთან შედარებით მკვეთრად შემცირებულია, მაგრამ მოლოდინი მაინც დადებითია.
„ვიმედოვნებთ ჯავშნების რაოდენობა ახალი წლის პერიოდისთვის მაინც გაიზრდება და ვიმუშავებთ. ამ დროისთვის ვმუშაობთ და სავარაუდოდ, ფასებს შევამცირებთ“, - აცხადებს გოშთელიანი.
მისი განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში მუშაობა რთულია, თუმცა Old House საოჯახო ბიზნესია, არ აქვს იჯარის თანხა გადასახდელი, შესაბამისად, მუშაობას აგრძელებს და ქვეყანაში არსებული ეპიდემიულოგიური სიტუაციის მიუხედავად დახურვას არ განიხილავს.
„ნოემბერი ზოგადად, პასიური თვე იყო ყოველთვის, სასტუმრო ახლაც დაკეტილია სტუმარი არ გვყავს, ივლისში საკმაოდ კარგი დატვირთით ვიმუშავეთ, აგვისტო-სექტემბრის პერიოდში კი დიდი რაოდენობის ჯავშნები გაგვიუქმდა“, - აცხადებს ნინო გოშთელიანი.