ტურიზმი
19/05/2022
მესტიაში 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო "უშბა" 2023 წელს გაიხსნება
მესტიაში 2023 წელს 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო „უშბა“ გაიხსნება. 31 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა თამარ მეფის გამზირზე უკვე დასრულებულია.
სასტუმროს მეპატრონე, თეა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
მისივე ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3.5 მილიონი ლარია. კომპანია სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარია.
„ჩვენ გვაქვს ამავე ქუჩაზე საოჯახო სასტუმრო, თუმცა, ის 10 ნომრიანია. ამიტომ გადავწყვიტეთ გაფართოება. ტერიტორია ადრე ვიყიდეთ,“-აცხადებს ჟორჟოლიანი.