მარტში საქართველოს 188 394 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია
2022 წლის მარტში საქართველოს 188,394 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 236.9%-იანი წლიური ზრდაა და 2019 წლის დონის 37%-ია.
ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ტურისტების ზრდით (+210.6% წ/წ), რომელმაც 2019 წლის დონის 49% შეადგინა.
რაც შეეეხება ერთდღიან ვიზიტებს 2019 წლის დონის მხოლოდ 16% შეადგინა, მეზობელი ქვეყნების საზღვრის კვეთის გამკაცრებული რეგულაციების გამო.
აღსანიშნავია, რომ ტურისტული ვიზიტები არ მოიცავს მიგრანტებს, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ.
მარტში ვიზიტორების რაოდენობით თურქეთი ლიდერობდა, რომელმაც მთლიანი რაოდენობის 22.5% შეადგინა, შემდეგ მოდის რუსეთი 12%–ით და სომხეთი 11.7%–ით.
აღსანიშნავია, რომ ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან, საუდის არაბეთიდან და უზბეკეთიდან ჩამოსვლის რაოდენობამ გადააჭარბა 2019 წლის დონეს.