მარიამ ქვრივიშვილი: ვედრებით 2019 წელს და ავიასექტორში აღდგენის ტენდენცია უკიდურესად კარგია
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ავიაციის სექტორის აღდგენის დინამიკა, 2021 წლის პირველი 5 თვის მონაცემების საფუძველზე, ოპტიმისტურია.
მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტში მოხსენებისას დეპუტატებს მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებიც წარუდგინა, რომლის მიხედვით, საქართველოდან პირდაპირი ავიარეისების სიხშირე 2019 წელთან შედარებით 74%-ით აღდგა.
"ავიაციის სექტორში დინამიკა საკმაოდ კარგი და პოზიტიურია. საქართველო თავისი განვითარების ტემპით იყო ლიდერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 2019 წელს ჩვენ საერთაშორისო აეროპორტებში გატარებული მგზავრების რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა და ეს რიცხვი 5 მილინზე მეტი იყო. 2020 წლის დინამიკა არც თუ სახარბიელო იყო, მაგრამ მოხარული ვარ, რომ 2021 წელს, იანვარ-ივნისის მონაცემებით აღდგენის ტენდენცია უკიდურესად კარგი, უკიდურესად სწრაფი და ჯანსაღია.
ივლისის მონაცემებით, პირდაპირი ფრენების 72% აღდგა. ამ შემთხვევაში 2019 წელს ვედრებით და არა 2020-ს. ის ქვეყნები, სადაც პირდაპირი მიმართულებები გვაქვს, აღდგა 75%-ით. ავიაკომპანიების რაოდენობა, რომელიც 2019 წელს ოპერირებდა ჩვენს ქვეყანაში, აღდგა 79%-ით. პირდაპირი რეისების სიხშირეები კი აღდგა 74%-ით", - განაცხადა ქვრივიშვილმა.