ტურიზმი
19/07/2021

მარიამ ქვრივიშვილი: 2023 წელს საქართველო მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში იქნება  

“2023 წელს საქართველო მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში იქნება“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. 

საქართველო 2023 წელს, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა იქნება. 

მარიამ ქვრივიშვილის თქმით,  საქართველომ ეს გამარჯვება 20-მდე ქვეყნის კონკურენციის ფონზე მოიპოვა. 

“ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ცნობადობის გაზრდაზე. ITB Berlin არის პირველი ტურისტული გამოფენა, სადაც მსოფლიოდან ფაქტობრივად ყველა ტურისტული კომპანია, ავიაკომპანია, ყველა ბლოგერი, ჟურნალისტი - ანუ ყველა იქნება იმ ადგილას, ვინც გვინდა, რომ საქართველოს ცნობადობის შესახებ თავისი წვლილი შეიტანოს.  

ჩვენ ამ გამარჯვებით ვიღებთ დაახლოებით 1 მილიარდიან აუდოტრიაზე წვდომას, 37 მილიონიანი ევროს ღირებულების მედია დაფარვას, რა თქმა უნდა მსოფლიოში წამყვან მედია პლატფორმებზე საქართველოს რეკლამირებას, ჩვენთან ერთად იქნება კერძო სექტორი“,- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გარდა ამისა, 2023 წელს საქართველო, კონკრეტულად ბაკურიანი იქნება მასპინძელი, თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში. 

“ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი, ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს სამთო-სათხილამურო კურორტები და რა თქმა უნდა ცდილობს, რომ ამ მხრივ გაიძლიეროს პოზიციონირება. 

საქართველოში ჩამოვა არა მხოლოდ უამრავი ვიზიტორი, სპორტსმენი და მსოფლიო დონის ჩემპიონი, არამედ ამავე დროს ჩვენ გვექნება მილიონობით ევროს მსოფლიო დონის გაშუქება“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023