ტურიზმი
05/05/2022
მამუკა წოწერია: m2 ზუგდიდში მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას გეგმავს
ზუგდიდში, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს.
„გამსახურდიას ქუჩაზე „ემ კვადრატზე“ ქონება გავყიდეთ. საუბარია,9 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართზე. საინვესტიციო ვალდებულებაა $8 მლნ-ი. ეს იქნება 120 ნომერზე გათვლილი, მაღალი კლასის სასტუმრო,“-აცხადებს წოწერია.
მისი განმარტებით, სამშენებლო ნებართვა 2021 წლის ნოემბერში გაიცა, პროექტის განხორციელების ვადად კი 30 თვე განისაზღვრა.
წოწერიას ინფორმაციით, განიხილება 5 ვარსკვლავიანი, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობა.