ტურიზმი
20/01/2021

მაია ბიჭიკაშვილი: თუ 1-ელი თებერვლიდან მთის კურორტები არ გაიხსნება, ვითარება სავალალო იქნება

მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია 1-ლი თებერვლიდან კურორტების გახსნას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგის დადგომას ვარაუდობს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი, მაია ბიჭიკაშვილი აცხადებს, კერძო სექტორი ყველანაირი რეგულაციისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის მზად არის და პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებს.  

„არავინ იცის, 1-ლი თებერვლიდან მთის კურორტები გაიხსნება, თუ არა. ბიზნესისთვის ეს დამღუპველია. მთის კურორტები სეზონური საქმიანობაა და ის ახლა სავალალო მდგომარეობაშია, ფაქტობრივად, გაკოტრების წინაშე. ეს გაურკვევლობა პრობლემურია. ხალხმა ისწავლა კორონა ვირუსთან თანაცხოვრება. უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვა შეგვიძლია. ჩვენ ვითხოვთ საბაგიროების, სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირების დაწყებას.

დღესვე უნდა გაკეთდეს განცხადება და ზუსტი პასუხი, გავიხსნებით თუ არა. სხვანაირად ვერ ვიგეგმებით. თუ 1-ლი თებერვლიდან მთის კურორტები არ გაიხსნება, ვითარება იქნება სავალალო. ფაქტობრივად, აღარ იარსებებს ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ქმნიდნენ მცირე და საშუალო მეწარმები. ამ პროდუქტის აღდგენა ძალიან რთული იქნება. იმის მაგივრად, რომ წინ ვიყუროთ ეს ყველაფერი უკან ჩაგვაჩოჩებს“,- თქვა ბიჭიკაშვილმა.  

მისივე განმარტებით, მომავალში ფუნქციონირებისთვის საბანკო და საგადასახადო შეღავათებიცაა საჭირო.  

„ასევე, იმისთვის, რომ მომავალ წელს შეძლონ ოპერირების გაგრძელება, მნიშვნელოვანია, საბანკო და საგადასახადო შეღავათები ჰქონდეთ. ვიმედოვნებთ, რომ ზომებს სასწრაფოდ მიიღებენ“,- განაცხადა მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022